ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მლაშეს სასმელი წყლით მომარაგებისთვის
მასშტაბური პროექტი ხორციელდება. 9–კილომეტრიანი სისტემა გოდერძისა და
ქაცარაულის მთიდან გამოჰყავთ. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდმა
დააფინანსა. მის განსახორციელებლად 200 ათასი ლარი
დაიხარჯება.
მიმდინარე სამუშაოები რეგიონისა და მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა დღეს მოინახულეს. ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის თქმით, პროექტის დასრულების შემდეგ, სოფელში სასმელი წყლის პრობლემა სრულად გადაიჭრება. ზაქარია ენდელაძე სამუშაოების დასრულებას ივლისის ბოლოს ვარაუდობს.