ბათუმი-ახალციხის
საავტომობილო გზის ერგეს მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
ბათუმიდან ხულოს მიმართულებით მოძრავი “მერსედესის” მარკის სამგზავრო მიკროავტობუსს, საპირისპირირო მხრიდან მოძრავი “ლექსუსის” მარკის ჯიპი შეეჯახა, რა დროსაც მიკროავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გადაბრუნდა.
მიკროავტობუსში 17 მგზარი იმყოფებოდა. თვითმხილველების თქმით, მსუბუქი დაზიანება მხოლოდ, ორმა მგზავრმა მიიღო. ამ დროისათვის მათ სამედიცინო დახმარება უკვე ჩაუტარდათ.
ადგილზე სამართალდამცველებიც იყვნენ მობილიზებულნი, როგორც “მეცხრე არხს” შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა განუცხადა, აღნიშნულთან დაკავშირებით, მძღოლს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმა დაეკისრება.
ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ ინფორმაციას, ინერნეტგამოცემა “შენი მედია გუნდი” ავრცელებს.