ბორჯომში ავტოსაგზაო
შემთხვევას, ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 24
ივნისს, ხე-ტყით დატვირთული ZiL-ის მარკის სატვირთო მანქანა ე.წ.
გომნის მთიდან ბრუნდებოდა და ამობრუნდა. მანქანამ გია ყაველაშვილი
ქვეშ მოიყოლა, 52 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. მანქანაში,
რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც არ დაშავებულან.
ბორჯომის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შეტყობინება 112-დან შევიდა, რის შემდეგაც სამაშველო ჯგუფი ადგილზე, მალევე გამოცხადდა. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური და პოლიცია.
გარდაცვლილის სატვირთო მანქანიდან ამოყვანას, დაახლოებით, 40 წუთი დასჭირდა. ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს. ინფორმაციას ბორჯომის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე – ლევან ხუციშვილი ადასტურებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება, საქართველოს სსკ-ს 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს.
წყარო: ტელეკომპანია “ბორჯომი”