ახალციხის რაიონულ სასამართლოში ლევან ლობჯანიძის სარჩელის განხილვა გრძელდება.
პროცესსზე ოთხი მოწმე დაიკითხა. ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ადგილობრივ თვითმმართველობას ბრალს დისკრიმინაციაში სდებს და მიიჩნევს, რომ მისი თანამდებობიდან გადაყენება უკანონოდ მოხდა.
ლევან ლობჯანიძემ დღევანდელ პროცესზეს ის წინაპირობები გაიხსენა, რომლის საფუძველზეც ფიქრობს, რომ საკრებულომ მისი იმპიჩმენტი მოხდინა.
შეგახსენებთ, რომ ლევან ლობჯანიძე 4 მარტს გამართულ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადააყენეს. აღნიშნული მოთხოვნით, წარმომადგენლობით ორგანოს “ქართული ოცნების” 15–მა დეპუტატმა მიმართა. მის გადაყენებას ფარული კენჭისყრით, 21 დეპუტატიდან მხარი 17–მა მათგანმა დაუჭირა.