მოხეში, ღია ცის ქვეშ ლოცვა მართლმადიდებლებმაც დაიწყეს
სოფელ მოხეში მუსლიმების შემდეგ, ღია ცის ქვეშ ლოცვა მართლმადიდებლებმაც დაიწყეს. სადავო შენობასთან მშვიდობის სავედრებელი პარაკლისი ზარზმის მონასტრის წინამძღვარმა მრევლის თხოვნით აღავლინა.

სოფელ მოხეში მუსლიმების შემდეგ, ღია ცის ქვეშ ლოცვა მართლმადიდებლებმაც დაიწყეს. სადავო შენობასთან მშვიდობის სავედრებელი პარაკლისი ზარზმის მონასტრის წინამძღვარმა მრევლის თხოვნით აღავლინა.

ადგილობრივი მართლმადიდებლები ამბობენ, რომ მათი უფლებების დასაცავად არაფერი კეთდება, ამიტომ ხელისუფლებისგან ყურადღების მიქცევა ამ ფორმით გადაწყვიტეს.

მშვიდობის სავედრებელი პარაკლისი ზარზმის მამათა მონასტრის წინამძღვარმა, ღია ცის ქვეშ, 17 დეკემბერს გადაიხადა. არქიმანდრიტ ნიკოლოზის განმარტებით, მოსაზრება, რომ მართლმადიდებლებს შენობასთან დაკავშირებით პრეტენზია არ გააჩნიათ,  მართებული არ არის.  მისივე თქმით, სოფლის ცენტრში არსებული ობიექტი მიმდებარე სოფლებიდან მოტანილი ქვებით არის აგებული, რომელიც თავის დროზე ეკლესიას ეკუთვნოდა.  ამიტომ არქიმანდრიტი თვლის, რომ სადავო შენობის მესაკუთრეები მართლმადიდებლები არიან.

მოხეში ღია ცის ქვეშ სალოცავად, ადგილობრივი მუსლიმები, ყოველდღიურად იკრიბებიან. ამბობენ, რომ ისინი ლოცვას არავის უშლიან, რადგან ღმერთმა სამყარო სწორედ ამისთვის შექმნა. მათივე თქმით, ღია ცის ქვეშ ლოცვის შეწყვეტას იქამდე არ აპირებენ, სანამ სადავო შენობის კუთვნილების დასადგენად, სახელმწიფოსგან ქმედითი ნაბიჯები არ გადაიდგმება.

მართლმადიდებლები პარაკლისის გადახდას, სადავო შენობასთან ყოველ შაბათს აანონსებენ. ყოველდღიურად, დღის პირველ საათზე ღია ცის ქვეშ ლოცვას გააგრძელებენ მუსლიმებიც.  ორივე მხარე პროტესტის ამგვარი ფორმით გამოხატვას შედეგის მიღწევამდე გეგმავს, თუმცა დაადგენს თუ არა სახელმწიფო შენობის მესაკუთრეს  – ეს ჯერჯერობით უცნობია.

მართლმადიდებლების ლოცვის კადრები “მეცხრე არხს” ადგილობრივმა გიორგი რეხვიაშვილმა მიაწოდა. 

თიკო კურტანიძე


Facebook Twitter
ამავე კატეგორიაში
ამინდი
ახალციხე 10 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 9 °C
img
ადიგენი 17 °C
img
ბორჯომი 11 °C
img
თბილისი 14 °C
img
აბასთუმანი 9 °C
img
ბაკურიანი 6 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8978
EUR
EUR
1
2.8837
RUB
RUB
100
2.8914
TRY
TRY
1
0.0829
USD
USD
1
2.6755
კალენდარი
«« მაისი  »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.