ძლიერმა სეტყვამ,
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა. სტიქია ყველაზე
მასშტაბურად წრესა და პატარა ზანავში დაფიქსირდა. განადგურდა
ხეხილი, დაზიანდა სასოფლო–სამეურნეო მიწის ნაკვეთები,
კარტოფილისა და ბოსტნეულის ნარგავები.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში სეტყვისა და ძლიერი წვიმის შედეგად, სულ 7 დასახლება დაზარალდა: დიდი და პატარა ზანავი, წრე, ბენარა, წახანი, ხევაშენი და ვარხანი.
გარდა ამისა, ზიანი მიადგა ინფრასტრუქტურასაც. უხმვა ნალექმა მთის ფერდობერბიდან ნაშალი მასალა ცენტრალურ და შიდა გზებზე ჩახერგა. ამ დროისათვის, გზებს სპეციალური ტექნიკა წმენდს.
როგორც გამგეობაში განმარატვენ, ამ ეტაპზე, ზარალის დამთვლელი კომისია სოფელში მუშაობას აგრძელებს. ჯერ–ჯერობით უცნობია რა ოდენობის ზიანი მიადგა ადიგენს, თუმცა მათი განმარტებით, ზიანის აღდგენა ადგილობრივი ძალებით მოხდება.
გარდა ამისა, ადიგენში 4 ივლისს მოსული ნალექის შედეგად მიყენებულ ზარალსაც ითვლიან, რომლის შედეგადაც სოფელი მოხესა და უდის სასოფლო–სამეურნეო ნაკვეთები და ხეხილის ბაღები დაზიანდა.
შეგახსენებთ, რომ სტიქია, რომელმაც ადიგენის მუნიციპალიტეტში 7 სოფელი დააზიანა 6 ივნისს საღამოს დაფიქსირდა. იმავე პერიოდში სეტყვამ დააზარალა ახალციხის მუნიციპალიტეტის ორი სოფელი: წნისი და კლდე. ისევე როგორც ადიგენში, აღნიშნულ დასახლებებშიც, ძირითადად სასოფლო–სამეურნეო სავარგულები და ხეხილის ბაღები დაზიანდა. სოფლებში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ზარალის შესასწავლად იმყოფებოდნენ.