გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამსახურის
თანამშრომლებმა ახალციხის მუნიციპალიტეტსა და ბორჯომ-ბაკურიანის
სატყეო უბანზე სამასალე ხე -ტყის უკანონო ჭრის რამდენიმე ფაქტი
გამოავლინეს. სამართალდამრღვევებმა უკანონოდ 33 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე
მოიპოვეს.
გარემოსთვის მიყენებული ზიანი 4000 ლარს აღწევს.
ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებს. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაიგზავნა შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებში.