ძლიერი ფერმერი, ძლიერი ქვეყნისთვის _ ამ სახელწოდებით ახალციხის ციხის ტერიტორიაზე რძის მწარმოებელ ფერმერთა ფორუმი მოეწყო, რომელშიც მონაწილეობას ადგილობრივი ფერმერები, აგრო მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები იღებდნენ. ფორუმის მთავარი მიზანი აღნშნულ სფეროში არსებული პრობლემების განხილვა და მათი მოგვარების გზებზე მსჯელობა იყო.
ფერმერთა ფორუმი ახალციხის ციხის ტერიოტიაზე თერთმეტი საათისათვის დაიწყო. ადგილობრივმა ფერმერებმა, აგრო მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა, მათ სფეროში არსებულ პრობლემებსა და მისი გადაჭრის გზებზე იმსჯელებს, გაიმართა დისკუსიაც. ადგილობრივ ფერმერებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტარტეგია უწყების წარმომადგენლებმა გააცნეს.
ფორუმის ფარგლებში რეგიონში ახალმა ჩამოყალიბებულმა ასოციაცია „ერთობამ“ საკუთარი საქმიანობის მუშაობისა და შედეგების პრეზენტაცია გამართა. ასოციაცია ახალციხის, ასპინძისა და ადიგენის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს. ფორუმზე მსხვილფეხა პირუტყვის დაწყურებაზე და მათ პასპორტიზაციაზე იმსჯელეს. ფერმერთა საუბარში გამოიკვეთა, რომ მათთვის ყველაზე პრობლემური საკითხი, რძის რეალიზაცია და სათიბი მიწის ნაკვეთებია.
რძის მწარმოებელ ფერმერთა ფორუმი, სახელწოდებით „ძლიერი ფერმერი, ძლიერი ქვეყნისათვის“, ფერმერთა ასოციაცია „ერთობამ“გამართა. ორგანიზებაში პარტნიორობა საქართველოს ბიზნესის განვითრების ცენტრ კავკასიის ახალციხის ოფისმა, საფრანგეთის საელჩომ და ფრანგულმა ასოცოიაცია ფერდმა გაუწიეს.