ახალციხის ცენტრალურ პარკში მდებარე რესტორან ,,ივერიაში“ ექსპერტ–კრიმინალისტები მუშაობენ. დილის 10 საათზე მისულ თანამშრომლებს მინის კარი ჩამსხვრეული დახვდათ, მომხდარის შესახებ სამართალდამცველებს შეატყობინეს. პოლიცია ამ დროისთვის შენობაში მოკვლევას აწარმოებს, რის გამოც მეპატრონესა და თანამშრომლებს რესტორანში შესვლა ეკრძალებათ. ჯერჯერობით უცნობია, რა სახის ზარალი მიიღო კვების ობიექტმა.
შსს–ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177 მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.