ოჯახში ძალადობა, ნარკოტიკები, არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაული, ქურდობა, ძარცვა – ეს ის საკითხებია, რომელზეც ახალციხის რაიონული პროკურატურის წარმომადგენელი ახალგაზრდებს ესაუბრა.
პროკურორი გიორგი აღლემაშვილი პირველი საჯარო სკოლის მეათე
კლასის მოსწავლეებს შეხვდა და მათ ლექცია–სემინარი
ჩაუტარა.
ახალგაზრდები ფიქრობენ, რომ მათი ინფორმირების მიზნით, მსგავსი სახის შეხვედრები სისტემატიურად უნდა გაიმართოს.
ახალციხის რაიონული პროკურატურა ახალგაზრდებს პროექტის „საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში ხვდება.