ახალციხელებს ცენტრალურ პარკში უფასო Wifi–თ სარგებლობა უკვე შუძლიათ. მოწყობილობა „დელტაკომის“ თანამშრომლებმა დაამონტაჟეს. კომპანიის სამცხე–ჯავახეთის კოორდინატორის თქმით, შესაბამისი სამუშაოები მერიისა და მათი ერთობლივი ინიციატივით განხორციელდა. ქალაქის ხელმძღვანელობას კი უფასო wifi-ს დამონტაჟების თხოვნით, ადგილობრივმა ახალგაზრდებმა მიმართეს. გიორგი კახნიაშვილის თქმით, მერიას აღნიშნული მომსახურეობა უსასყიდლოდ გადაეცემა.
უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი, სწრაფი და მოსახერხებელი ინტერნეტი, არასრული დატვირთვით, დაახლოებით, 200 ადამიანს, 24 საათის განმავლობაში მოემსახურება.
უფასო Wifi ახალციხეში თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის შემდეგ დამონტაჟდა.