ახალციხეში რელიგიურ უმცირესობებთან შეხვედრა გაიმართა. კათოლიკე სასულიერო პირებმა ევროკავშირის შესახებ სხვადასხვა სახის ინფორმაცია მიიღეს.
შეხვედრის მთავარი თემები იყო : ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება, ევროპეიზაციის მახასიათებლები და შედეგები კავკასიაში.
სასწავლო შეხვედრას ორგანიზება ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა გაუწია. მის მიზანს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების სასულიერო ლიდერებისთვის საქართველო–ევროკავშირის თანამშრომლობაზე ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს.
საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები საქართველო ორ რეგიონში, ქვემო ქართლსა და სამცხე–ჯავახეთში იმართება.
პროექტი,, ასწავლე მაცნეს– ევროკავშირი, ადამიანის უფლებები და ოჯახური ღირებულებები“ – ჰოლანდიის სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.