ახალციხეში, სასკოლო ოლიმპიადაში გამარჯვებულთა გამოვლენა დაიწყო. დღეს ქალაქის ექვსი საჯარო სკოლა ერთმანეთს პირველობისათვის მაგიდის ჩოგბურთში დაუპირისპირდა. შეჯიბრი გაიმართა როგორც გოგონებში, ასევე ვაჟებში. ორივე კატეგორაში წარმატება ერთი სკოლის გუნდებმა მოიპოვეს.
ახალციხეში, სასკოლო ოლიმპიადის ფარგლებში გოგონებსა და ვაჟებში მაგიდის ჩოგბურთი გაიმართა. ერთმანეთს პირველობისათვის ქალაქის 6 საჯარო სკოლა დაუპირისპირდა. თუმცა ფინალში ახალციხის მესამე, მეხუთე და კერძო სკოლა მზექას გუნდები გადავიდნენ. დაძაბული თამაშის შემდეგ, გოგონებსა და ვაჟებში გამარჯვებული ერთი სკოლა გამოვლინდა. ორივე კატეგორიაში პირველი ადგილი მეხუთე საჯარო სკოლამ მოიპოვა. პროექტის ფარგლებში გამარჯვებული სკოლა ანაკლიაში გაემგზავრება, სადაც მონაწილეობას ფინალურ შეჯიბრში მიიღებს. რესპუბლიკის მასშტაბით გამარჯვებულები კი 2016 წლის სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრებიან, რომლებიც ხორვატიაში, ესტონეთში, ისრაელსა და უნგრეთში გაიმართება.
საქართველოში, სასკოლო ოლიმპიადას ორგანიზებას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროები უწევენ. ჩემპიონატის მიზანს ახალგაზრდების გააქტიურება და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია წარმოადგენს.
სასკოლო ოლიმპიადა ფეხბურთში, კალათბურთში, მაგიდის ჩოგბურთში, მძლეოსნობასა და „მხიარულ სტარტებში“ ტარდება, რომელიც 24 აპრილამდე გაგრძელდება. სპორტის სხვადასხვა სახეობაში შეჯიბრები ეტაპობრივად გაიმართება. ახალციხეში სასპორტო ოლიმპიადა 24 აპრილს დაიწყო. მასში მუნიციპალიტეტის მასშატბით 12 საჯარო სკოლა ჩაერთო.