დღეს ახალციხეში „ვითიბი ბანკის“ ფილიალი საზეიმოდ გაიხსნა, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მოსახლეობა და ბიზნესმენები დაესწრნენ. ოფისი მერაბ კოსტავას ქუჩის ათ ნომერში განთავსდა. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ფილიალი, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს სრულ საბანკო მომსახურებას გაუწევს.
„ვითიბი ბანკის“ ახალციხის ფილიალის მენეჯერის თქმით, აღნიშნულ საბანკო წერტილში კლიენტებისათვის უზრუნველყოფილი იქნება მაქსიმალური კომფორტი და მომსახურების მაღალი ხარისხი.
ფილიალი სამცხე–ჯავახეთში აგრო–ბიზნესის განვითარების კუთხით იმუშავებს და ადგილობრივებს შესაბამის მომსახურებას შესთავაზებს.
„ვითიბი ბანკი“ საქართველოში 32 წერტილით არის წარმოდგენილი.