ავტოავარიას
ფარეხას დასახლებასთან ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
შემთხვევა, ადიგენის მუნიციპალიტეტში, დილის ცხრა საათისთვის
მოხდა.
“მეცხრე არხის” ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევისას “ოპელის” მარკის ავტომობილი ხეს შეეჯახა. მანქანაში, სავარაუდოდ, სამი ადამიანი იმყოფებოდა: მამა, მისი მცირეწლოვანი შვილი და მეზობელი ქალბატონი. მათგან 28 წლის ახალგაზრდა ქალი ა.მ. კლინიკა “იმედში” უკვე გარდაცვლილი მიიყვანეს.
სამედიცინო კლინიკის ინფორმაციით, 5 წლის ბავშვს ქალა სარქველისა და მარცხენა ბარძაყის მოტეხილობები აღენიშნება.
რაც შეეხება მძღოლს, ავტომობილს სოფელ უდის მკვიდრი დ. მ. მართავდა, რომელსაც დაზიანებები არ აღენიშნება.
შსს–ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
“მეცხრე არხი” თემაზე მუშაობს დეტალებს მოგვიანებით მოგაწვდით.