ბოლო ინფორმაციით საქმეზე დაკავებული ჯერ არავინაა, ამ დროისათვის ისევ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
ახალციხეში მერაბ კოსტავას ქუჩის184 ნომერში მდებარე მინი–მარკეტი “ალეკო” გაქურდეს. დღეს დილით მისულ მეპატრონეს ნათელა სურმანიძეს მაღაზიის კარი გატეხილი დახვდა. მისი თქმით, წაღებულია მხოლოდ ნავაჭრი ფული 1200 ლარის ოდენობით.
ნათელა სურმანიძემ „მეცხრე არხთან“ კომენტარზე უარი განაცხადა,თუმცა მისი განმარტებით, მაღაზია წუხელ 11 საათზე დაკეტა და სახლში წავიდა. დილით კი გატეხილი დახვდა. ღამის საათებში ხმაური არ გაუგია, მან არც ის იცის ვის შეიძლებოდა მაღაზია გაექურდა. მეზობლები ამბობენ, რომ გვიან ღამით მაღაზიასთან ორი პიროვნება შენიშნეს.თუმცა მათი ვინაობა უცნობია.
შსს–ს საზოგადოებსთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე.