2016 წელს, ერთ–ერთ ყველაზე ანგარიშვალდებულ და ღია საჯარო დაწესებულებად, ქალაქ ახალციხის საკრებულო დასახელდა. სიგელი წარმომადგენლობით ორგანოს გადაეცა.
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე კვლევა, ,,ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა”(IDFI) მიმდინარე წელს ჩაატარა. კვლევის შედეგების მიხედვით, ქალაქ ახალციხის საკრებულომ, არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გაგზავნილ 17–ვე წერილზე სრულყოფილი პასუხი, შესაბამისი ვადის დაცვით გასცა.