პოლიტიკა
ობრაიენს ჩამოაქვს ბიძინა ივანიშვილის სანქცირების კონკრეტული პაკეტი - ტვ იმედი
,,საქართველოში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ობრაიენი ჩამოდის. არსებული ინფორმაციით, მას ჩამოაქვს ბიძინა ივანიშვილის სანქცირების კონკრეტული პაკეტი.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ შედგება შეხვედრა ობრაიენსა და ბიძინა ივანიშვილს შორის და ამ შეხვედრაზე საუბარი შეეხება ივანიშვილის სანქციებს. ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, ამ შეხვედრის შემდეგ მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე მიმართავს გუნდის წევრებს, გაითვალისწინონ მისი თხოვნა და გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით პოზიციები შერბილდება".
ინფორმაცია ამის შესახებ, ტელეკომპანია იმედმა გაავრცელა. მოგვიანებით ვებგვერდიდან მასალა წაიშალა, თუმცა ,,ქრონიკის" გამოშვება აღნიშნული ინფორმაციით გაიხსნა.
გააზიარეთ :