ახალციხის სამედიცინო დაწესებულება “უნიმედი სამცხეში” 50–მდე მედიკოსი სამი თვის განმავლობაში დაგვიანებულ ანაზღაურებას ითხოვს.
ამ წუთებში, მედიკოსებსა და საავადმყოფოს ხელმძღვანელეობას, ქალაქის მერი და თვითმმართველობის სხვა წევრები ხვდებიან.
შეხვედრის დეტალები მედიისათვის უცნობია. როგორც დაწესებულების დაცვის თანამშრომლებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, შეხვედრა დახურულია და მედიის წარმომადგენლები მხოლოდ იმ შემთხვევაში შევლენ შენობაში თუ ”ჩემი ოჯახის კლინიკის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისგან ნებართვას მიიღებენ.
დაესწრებიან თუ არა მედიის წარმომადგენლები შეხვედრას, ”ალდაგი ბისიაის” შვილობილი კომპანიის, ”ჩემი ოჯახის კლინიკის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლისგან პასუხს ელოდებიან.
“მეცხრე არხი” ადგილზე მუშაობს, დეტალებს მოგვიანებით მოგაწვდით.