საოლქო პროკურატურამ
ადიგენის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის გამამართლებელი განაჩენი,
უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა.
როგორც “მეცხრე არხთან” სიმონ პარუნაშვილი აცხადებს, ბრალდების მხარეს საპელაციოს განაჩენის გასაჩივრებლად დრო ჰქონდა და როგორც მისთვის არის ცნობილი უკვე გაასაჩივრა.
“თავის დროზე პროკურატურა დამპირდა რომ, თუ განრიდებას არ გავაკეთებდი, ხელისუფლება სასამართლოებში სიარულით გამაწვალებდა და ასრულებენ კიდეც, ამ ხელისუფლებამ დაპირება მარტო მე შემისრულა”–აცხადებს “ექოსთან” საუბრისას ადიგენის ყოფილი გამგებელი.
პროკურატურამ სასამართლოს განაჩენი, სიმონ პარუნაშვილთან ერთად, გამგეობის კიდევ ორი თანამშრომლის რატი ტატალაშვილისა და ჯემალ იაკობიძის წინააღმდეგაც გაასაჩივრა. მიიღებს თუ არა უზენაესი სასამართლო წარმოებაში პროკურატურის საჩივარს, ეს ჯერ უცნობია.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 5 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლომ, ადიგენის ყოფილი გამგებელი სიმონ პარუნშვილი, მისი მოადგილე რატი ტატალაშვილი და ადიგენის გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსი ჯემალ იაკობიძე უდანაშაულოდ ცნო. ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ყოფილ ხელმძღვანელ პირებს ბრალი, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და გულგრილობაში ედებოდათ.