სოფელ უდეში მომხდარ
მკვლელობაში ბრალდებულს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ 8 წლით
თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. როგორც ადვოკატი “მეცხრე არხთან”
განმარტავს სასამართლოს განაჩენი, მაღალ ინსტანციაში არ
გაუსაჩივრებია, რადგან ბრალდებულს ამის სურვილი არ ჰქონდა.
ნუგზარ სამარჯიშვილის თქმით, ავთანდილ ხითარიშვილი ბრალს აღიარებს,
იგი ამდროისათვის სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია მოთავსებული.
შეგახსენებთ, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში, მკვლელობა
2014 წლის 21 მაის მოხდა. ავთანდილ ხითარიშვილმა
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში, ნასესხი ფულის გადაუხდელობის
გამო მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას, 1960 წელს დაბადებულ მერი ა-ს
ცივი იარაღით მუცლის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, რის
შედეგადაც ქალბატონი ადგილზე გარდაიცვალა. გამოძიება განზრახ
მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობდა