ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს
ახალციხელები ლარის გაუფასურებაზე ჩივიან. ამბობენ, რომ კურსის ცვლილება უარყოფითად აისახება მათ კრედიტებზე, ძვირდება პროდუქტები და მედიკამენტები, რაც ერთობლიობაში ფინანსურ პრობლემებს ქმნის. 

ახალციხელები ლარის გაუფასურებაზე ჩივიან. ამბობენ, რომ კურსის ცვლილება უარყოფითად აისახება მათ კრედიტებზე, ძვირდება პროდუქტები და მედიკამენტები, რაც ერთობლიობაში ფინანსურ პრობლემებს ქმნის. 

მოსახლეობის ნაწილი ლარის გაუფასურებას არჩევნების შემდგომ პერიოდს უკავშირებს. ლარის კურსი მრავალი გარემოების გამო იცვლება, ამ ეტაპზე კი ამ ყველაფერს არჩევნები დაემატა, -ასე აფასებს ეკონომისტი ეროვნული ვალუტის მცირედით გაუფასურებას.  სოსო არჩვაძის განმარტებით, არჩევნებმა ლარის კურსთან დაკავშირებით აჟიოტაჟი შექმნა, თუმცა მისი თქმით,  მეორე ტურის ჩატარების შემდეგ, მდგომარეობა გამოსწორდება. ამასთან, ლარის კურისის დასტაბილურებისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი დოლარი გაიყიდა.

ლარის გაუფასურების მიზეზებს შორის “„საზოგადოება და ბანკების“ წარმომადგენელი სეზონურ ფაქტორს – ტურისტების შემცირებულ რაოდენობას ასახელებს.  ამასთანავე, გივი ადეიშვილი თქმით, მოსახლეობის მოლოდინი, რომ ეროვნული ვალუტა კიდევ გაუფასურდება, ლარზე ზეწოლას იწვევს.   ეკონომისტი არ გამორიცხავს, რომ კურსის შესანარჩუნებლად, ეროვნული ბანკის ჩარევა მომავალში კიდევ გახდეს საჭირო, თუმცა ვალუტის კურსის არსებული ცვლილება მას ეკონომიკისთვის საფრთხისშემცველად არ მაჩნია.

ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ ზამთრის პერიოდში, ლარის არსებული კურსი დოლართან მიმართებაში 2.5-ზე მეტად არ გაიზრდება.

ახალციხის სავალუტო ჯიხურებში კი, დღეს არსებული მდგომარეობით ერთი დოლარის ყიდვა 2,38 ლარად არის შესაძლებელი.


Facebook Twitter
ამინდი
ახალციხე 10 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 9 °C
img
ადიგენი 17 °C
img
ბორჯომი 11 °C
img
თბილისი 14 °C
img
აბასთუმანი 9 °C
img
ბაკურიანი 6 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8978
EUR
EUR
1
2.8837
RUB
RUB
100
2.8914
TRY
TRY
1
0.0829
USD
USD
1
2.6755
კალენდარი
«« მაისი  »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.