ახალციხის რაიონულ სასამართლოში, სოფელ გოგაშენში ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობაში ბრალდებულის სასამართლო სხდომა გაიმართა. პროცესზე ის სამართალდამცველები დაიკითხნენ, რომლებიც მკვლელობის დროს შემთხვევის ადგილზე მუშაობდნენ.
ასევე დაიკითხა, ლევან სამხარაულის სასამართლო ესსპერტიზის ბიუროს წარმომადგენელიც, რომელმაც გენადი იაკობაძეს შიზოფრენიული პარანოიის დიაგნოზი დაუსვა და შეურაცხადად ცნო. აღნიშნულის გამო სასამართლო სხდომას არ დაესწრო თავად ბრალდებული.
დაცვის მხარეს სხდომაზე დაკითხული მოწმეების ჩვენებები სარწმუნოდ არ მიაჩნია. რამინ პაპიძე ამბობს, რომ სამართალდამცველები მიკერძოებულები არიან. მისივე თქმით, ბრალის დამძიმების მიზნით, იაკობაძეს ცეცხლსასროლ იარაღში სხვა ვაზნები ჩაუდეს და გამოაცხადეს, რომ მკვლელობა სპეცდანიშნულების ტყვიებით მოხდა. ადვოკატი ირწმნება, რომ ამ ყველაფერში ბრალდების მხარეს ხელს თავად მოსამართლე, გიორგი ლონდარიძე უწყობს.
ახალციხის რაიონულ სასამართლოში შემდეგი პროცესი 24 მარტს 13:00 საათზე ჩაინიშნა.
შეგახსენებთ, რომ სოფელ გოგაშენში მკვლელობა, გასული წლის 10 ივლისს მოხდა. ბებია და ცხრა თვის შვილიშვილი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.