კინგსის შემოდგომის სეზონს ახალციხის N6 სკოლამ უმასპინძლა. ოლიმპიადა დღეს, 16 ოქტომბერს ინგლისურ ენაში სამ ეტაპად გაიმართა. მასში მონაწილეობა II-XII კლასის მოსწავლებმა მიიღეს.
ახალგაზრდების წახალისების მიზნით , წელს კინგსის ოლიმპიადის მე–2 ტურში გადასულ მოსწავლეებს ტესტების კრებულები გადაეცემათ.
ახალციხეში შემოდგომის სეზონის ოლიმპიადა ინგლისურის შემდეგ, ქართულ ენაში 30 ოქტომბერს, ხოლო მათემატიკაში 27 ნოემბერს გაიმართება.
კინგსის ოლიმპიადა 2012 წლიდან ყოველ შემოდგომასა და გაზაფხულზე ტარდება. მის ძირითად მიზანს მოსწავლეებისთვის მოტივაციის ამაღლება წარმოადგენს.
ავტორი: ნანა ინასარიძე.