ადიგენის საკრებულოს
თავმჯდომარის გადაყენების შემდეგ, წარმომადგენლობით ორგანოში სხდომა
გრძელდება, რომელსაც მოადგილე თამაზ ძაძამია უძღვება.
სხდომაზე “ქართული ოცნების” დეპუტატებმა თავმჯდომარის არჩევა დღესვე მოითხოვს.
აირჩევენ თუ არა საკრებულოს ახალ თავმჯდომარეს, დეპუტატებმა აღნიშნულს კენჭი უკვე უყარეს, რომელსაც მხარი 21–დან 16 –მა დეპუტატმა დაუჭირა.
ვინ იქნება ადიგენის წარმომადგენლობითი ორგანოს ახალი ხელმძღვანელი, დეტალებს მოგვიანებით მოგაწვდით, ადგილზე “მეცხრე არხის” გადამღები ჯგუფი იმყოფება.