SSSS
Obfuscated Ads Example Special Offer Exclusive Deal
პოლიტიკა
ევროპარლამენტის რეზოლუცია ქართულ სახელმწიფოზე მორიგი თავდასხმაა - ირაკლი კობახიძე
ამ რეზოლუციას არავითარი ფასი არ აქვს ჩვენთვის, გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის მორიგი, უკვე მე-6, სრულიად უსამართლო რეზოლუცია და თავდასხმა ქართულ სახელმწიფოზე და მედიის დამოუკიდებლობაზე, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით განუცხადა.

მისივე თქმით, ასეთი აქტები და რეზოლუციები „ძალიან მძიმედ აისახება ევროპული ბიუროკრატიის რეპუტაციაზე ჩვენს ქვეყანაში“.

„ეს ყველაფერი გვახსენებს იმ 9-წლიან პერიოდს, რა დროსაც მოქმედებდა მძიმე რეჟიმი, რომელიც თავს ესხმოდა სახელმწიფოებრიობას და მედიის დამოუკიდებლობას ჩვენს ქვეყანაში. ეს რეჟიმი იმართებოდა იმავე ძალების მხრიდან, რომლებიც დღეს ასეთ რეზოლუციებს აინიცირებენ ევროპარლამენტში. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა. ასეთი აქტები და რეზოლუციები ძალიან მძიმედ აისახება ევროპული ბიუროკრატიის რეპუტაციაზე ჩვენს ქვეყანაში, ქართული საზოგადოების თვალში. იმედი გვაქვს, რომ ევროკავშირი, ევროპული ინსტიტუტები და ბიუროკრატია მომავალში გაჯანსაღდება. დღევანდელი ტენდენციები არის საკმაოდ მძიმე“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის თქმითვე, „ქართულ ოცნებას“ ასეთი აქტები არ უკვირს“.

„მინდა, კიდევ ერთხელ გავიხსენო, რომ იყო რეჟიმი ჩვენს ქვეყანაში 2012 წლამდე, რომელიც მოქმედებდა ზუსტად იგივე ძალების დავალებით, ეს ძალები დღეს აინიცირებენ გარკვეულ რეზოლუციებს ევროპარლამენტში და მათი ხელწერა იყო დამოუკიდებელ მედიაზე თავდასხმა. სწორედ ამ რეჟიმის მხრიდან იქნა მიტაცებული თავის დროზე როგორც კერძო ტელევიზიები, მაგალითად, „იმედი“, „რუსთავი 2“, სხვა კერძო მაუწყებლები, ასევე საზოგადოებრივი მაუწყებელი. ეს ხდებოდა 2004-2012 წლებში სწორედ იმ ძალების დაკვეთით, რომლებიც დღეს აინიცირებენ ევროპარლამენტში რეზოლუციებს. აქედან გამომდინარე, დამოუკიდებელ მედიაზე თავდასხმა არის ამ ძალების ხელწერა, ე.წ. დიფ სთეითის, იგივე გლობალური პარტიის ხელწერა, შესაბამისად, ჩვენ ასეთი აქტები არ გვიკვირს. კიდევ ერთხელ გავიხსენებ, რომ ეს არის უკვე მეექვსე რეზოლუცია ევროპარლამენტის მიერ მიღებული, რომელიც თავს ესხმის ჩვენს ქვეყანას, ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა, თუმცა ჩვენს ქვეყანას ეს ვერაფერს დააკლებს, ვერც ჩვენს სახელმწიფოებრიობას, ვერც მედიის დამოუკიდებლობას საქართველოში, მაგრამ ეს ყველაფერი მძიმედ აისახება ევროპული ბიუროკრატიის აღქმაზე ჩვენს საზოგადოებაში, ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, ევროპარლამენტი დღეს რეზოლუციის პროექტს - „საქართველოში პოლიტიკური ვითარების კიდევ უფრო გაუარესების შესახებ“ უყრის კენჭს.
Print E-mail
Facebook Twitter
ამავე კატეგორიაში
კვირის პოპულარული
ამინდი
ახალციხე 9 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 7 °C
img
ადიგენი 15 °C
img
ბორჯომი 10 °C
img
თბილისი 16 °C
img
აბასთუმანი 6 °C
img
ბაკურიანი 5 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
7.1187
EUR
EUR
1
3.1202
RUB
RUB
100
3.4423
TRY
TRY
1
0.0696
USD
USD
1
2.7315
კალენდარი
«« დეკემბერი  »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

hacklink hack forum hacklink film izle hacklink Marsbahis girişhttps://w88fm.top/zeta librarymarsbahislink vao w88 moi nhatantep escortramadabethttps://12betno1.help/메이저놀이터dizipalpornoSavabet girişAnadolu Yakası Escortmanga okumanga scansDeneme Bonusu Veren Siteler 2025meritking girişbetivoolimpos casinoikasbetwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygift activategrandpashabetramadabetgalabethttps://casino-infinity.com/de/bağlama büyüsüfree live tv streamingบาคาร่าfilm kurdu1 tv liveสล็อตเว็บตรงสล็อตเว็บตรงAI 검사기BetigmaTahliye planısahabetjojobetjojobetnycbahispusulabetgalabetdizipaltürk ifşa킹콩티비puff배트맨티비jojobettipobettipobet스마일퀄리티maxwinholiganbetcasibom girişledger livecialis1xbetcasibomfixbet giriştipobettipobetstreameastcratosslot girişjojobetCratosslot Girişлицензионное казиноdeneme bonusu veren sitelerdiyarbakır escortPadişahbethuqqabetdizipalbetpipobetpipotaraftarium24casibomVbetAjaxbetjojobetcasinofastiptv satın alhacklinkhacklinkสล็อตเว็บตรงgobahisbetsmoveStreameastholiganbet giriştimebetpradabetultrabetcasibomorisbettipobet girişjojobetjojobetholiganbetnakitbahisholiganbet 1174pusulabetpusulabetjojobet girişjojobetGrandpashabetgobahisorisbetgobahisgiftcardmall/mygiftcasibomcasibomcasibommatbetbetebetcasibomganobetiptvcasibomcasibomnitrobahisbetnanocasibom girişcasibombetbigobetbigoaresbetMarsbahisCasibomsekabetDinamobetVdcasinobetpuanMarsbahisjokerbetbets10aresbetaresbetaresbetpusulabetkavbetmatbet girişpusulabet girişbetsmove girişbetsmove girişbetsmove girişholiganbet girişgalabet girişvaycasinodeneme bonusu veren sitelerizmir escortdeneme bonuscasibomonwin girişJojobetmilanobetmilanobetStreameastfixbetartemisbettimebettimebettimebetcasibombetparkSohbet odalarıbetparkcasibompusulabetpusulabetmeritbetbetasus영문주소casibomหวยออนไลน์Betigma girişbetparkBetigmajojobetcasibommatbetрейтинг казинорейтинг онлайн казиноgrandpashabet 7025holiganbet 1174jojobet