ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში სადავო შენობა სამართალდამცველებმა ყვითელი ლენტით შემოსაზღვრეს. დალუქულია კარ–ფანჯრებიც.
ამ დროისათვის სოფელში სიმშვიდეა. ადგილზე იმყოფება პოლიციის ხუთი ეკიპჟი.
შეგახსენებთ, რომ მუსლიმი მრევლი მეოთხე დღეა სადავო შენობაში, ნებართვის გარეშე ლოცულობს. ამასთან დაკავშირებით, დღეს, 14 ოქტომბერს ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა პრესკონფერენცია გამართა. მეუფე თეოდორემ შესაბამის სტრუქტურებს საკითხის მოგვარებისკენ მოუწოდა.
თიკო კურტანიძე