გენდერული საკითხების გაშუქება მედიაში- თემაზე ახალციხეში მოქმედმა ჟურნალისტებმა ერთობლივად იმსჯელეს და ამ კუთხით მომავალი აქტივობები დაგეგმეს. მედია საშუალებების წარმოამდგენლებმა იმ მიმართულებებზე ისაუბრეს, რომლებიც ხელს გენდერული საკითხების აქტიურ გაშუქებას შეუწყობს.
შეხვედრას ორგანიზება ახალციხეში მოქმედმა გენდერის მედიაცენტრმა გაუწია. მისი დირექტორის, ნინო ნარიმანიშვილის თქმით, ცენტრის მიზანი, გენდერის კუთხით სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაა, რაშიც დიდი წვლილი ჟურალისტებს მიუძღვით. მისივე განმარტებით, გენდერული თემატიკის შესახებ არაერთი ცნობარი მომზადდება, სადაც ჟურნალისტებისათვის საჭირო სხვადახვა მონაცემი განთავსდება. გენდერის მედია ცენტრი ახალციხეში რამდენიმე თვეა გაზეთ ,,სამხრეთის კარიბჭეს“ ოფისში ფუნქციონირებს. მსგავსი ცენტრი საქართველოს 8 ქალაქში არსებობს.