გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, ახალციხის საზოგადოებრივ კოლეჯ ,,ოპიზარში” დუალური სწავლების დანერგვა იგეგმება
რაც სამუშაო ადგილზე სტუდენტების გადამზადებასა და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებას გულისხმობს.
თავდაპირველად სწავლება მეხილეობასა და მეცხოველეობაში დაინერგება. ახალციხეში ამ ეტაპზე სტუდენტებს მეცხოველეობაში გადაამზადებენ, გაზაფხულიდან კი დაინტერესებულ ახალგაზრდებს სწავლებას მეხილეობის კუთხითაც შესთავაზებენ.
მსურველებს ტესტირება ჩაუტარდებათ, რომლის გავლის შემდეგაც დამსაქმებელი სტუდენტს თავის ობიექტზე სამუშაოდ თავად შეარჩევს.
საქართველოს მაშტაბით სულ ოთხი კოლეჯია შერჩეული, მათ შორისაა ახალციხის ,,ოპიზარიც“.