ახალციხის მუნიციპალიტეტის
ორ სოფელს ანდასა და ანდრეაწმინდას დილის თერთმეტი საათიდან
ელექტროენერგია არ მიეწოდება.
“ენერგო–პრო–ჯორჯიას” მომსახურების ცენტრში აცხადებენ, რომ სოფლებში ელექტრო ბოძების რეაბილიტაცია და სადენების გამოცვლა მიმდინარეობს.
ანდასა და ანდრეაწმინდაში სამუშაოების გამო ელექტროენერგია 90 აბონენტს არ მიეწოდება.
“ენერგო–პრო–ჯორჯიას” მომსახურების ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის განმარტებით, მოსახლეობას ელექტრო ენერგია 19:00 საათისათვის აღუდგება.
გიორგი ბალახაშვილის თქმით ამდროისათვის სხვა გეგმიური სამუშაოების ჩატარება არ იგეგმება.