აგრო ბარათბის გაცემასთან დაკავშირებით, ახალციხის მერიაში სპეციალური სია კეთდება. მათ, ვისაც ქალაქის ტერიტორიაზე სახნავ–სათესი მიწის ფართობი გააჩნია, სახელმწიფო პროგრამაში ჩართვისათვის მერიას უნდა მიაკითხოს. ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ, რომ ამ დროისათვის ისინი გასული წლის სიებით ხელმძღვანელობენ, რომლებიც სწორედ ამ პროგრამისთვის შეიქმნა.
ქალაქის მერის მოადგილე, ზაზა თამარაშვილი მოსახლეობას მოუწოდებს, საკუთარი მონაცემების გადამოწმების მიზნით მერიას ახალ წლამდე მიაკითხონ. მისივე თქმით, აღნიშნული სიები უახლოეს მომავალში სოფლის მეურნეობის სამინისტროში გადაიგზავნება, რომლის მიხედვითაც საგაზაფხულო სამუშოებისათვის მიწის მფლობელები აგრო ბარათებს მიიღებენ.