45 დღიანი ძებნის შემდეგ სოფელ წნისში მტკვარში დაკარგული მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. 55 წლის დავით ცომაია რამდენიმე დღისწინ თანასოფლელმა სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე წყალში შეამჩნია. როგორც ახალციხის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი „მეცხრე არხთან“ განმარტავს, ცხედარი ახალციხის რაიონულ პროზექტურაში იქნა გადასვენებული. რა გახდა 55 წლის მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი, ამას ექსპერტიზა დაადგენს. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.
როგორც ოჯახის წევრები ამბობენ დავით ცომაია 31 ოქტომბერს, სოკოს
საკრეფად გავიდა და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა. დაკარგულს,
ახალციხის სამაშველო სამსახური თვენახ6ევრის განმავლობაში უშედეგოდ
ეძებდა. სამძებრო სამუშაოები სოფელ წნისში მდინარე მტკვარსა და მის
ნაპირებზე მიმდინარეობდა.
გარდაცვლილი მამაკაცი ოჯახმა უკვე დაკრძალა.