მედია
26-ე დღეა ახალციხეში აქცია მიმდინარეობს
დღეს, 9 თებერვალს ახალციხეში, შოთა რუსთაველის ძეგლთან, საპროტესტო აქცია გაიმართა სახელწოდებით – „არა რუსულ რეჟიმს“. საპროტესტო აქციები ახალციხეში 15 იანვრიდან იმართება და 26-ე დღეა უწყვეტად მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები, სოლიდარობას უცხადებენ მზია ამაღლობელს, საპარლამენტო არჩევნების ხელახლა ჩატარებას, სინდისის პატიმრების გათავისუფლებას და ევროინტეგრაციაზე მოლაპარაკებების განახლებას ითხოვენ.
გააზიარეთ :