„თქვენ ანგრევთ მსოფლიო საგანძურს“, „შეაჩერე საყდრისის ნგრევა“ – ამ მოწოდებებით დღეს სტუდენტებმა, მსოფლიოში უძველესი ოქროს საბადოს -საყდრისის კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენის მხარდასაჭერი აქცია გამართეს. ათობით სტუდენტი და პროფესორ–მასწავლებელი სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში შეიკრიბა და ქალაქში მსველელობა მოაწყო. სტუდენტებმა ხელისუფლებასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, თხოვნით მიმართეს, უძველესი არქელოგიური ძეგლის გადასარჩენად ყველა ღონე იხმარონ.
შეგახსენებთ, რომ საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოს N1 სალიცენზიო უბანზე კომპანია „არ ემ ჯი გოლდ“-მა სამუშაოები რამდენიმე დღის წინ განაახლა, რასაც საპროტესტო აქციები მოჰყვა.