ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერსაში კლუბის შენობას ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებული არიან სახანძრო–სამაშველო სამსახურები, როგორც ახალციხიდან, ასევე ბორჯომიდან.
ახალციხის გამგებლის წარმომადგენელი ფერსის ადმინისტრაციულ ერთეულში აცხადებს, რომ კლუბის შენობაში სოციალურად დაუცველთა ოჯახი იყო შესახლებული. გიორგი ბლიაძის თქმით, ხანძარი, სავარაუდოდ, მათი უყურადღებობით გაჩნდა.
ამ დროისათვის, ცეცხლი ლიკვიდირებულია. დამწვარია კლუბის შენობის სახურავი. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
თიკო კურტანიძე