მიმდინარე
წელს განხორციელებული პროექტები და სამომავლო გეგმები იყო
პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრთა კაბინეტის წევრებთან
და მხარის რწმუნებულებთან გამართული
სამუშაო შეხვედრის მთავარი თემები.
გუბერნატორებმა მინისტრებს რეგიონებში არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და 2015 წლის პრიორიტეტები დასახეს.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას მინისტრთა კაბინეტის წევრები, გუბერნატორები, ეკონომიკური საბჭოს მდივანი და მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.