ახალციხის მუნიციპალიტეტში ბრუცელოზის ახალი შემთხვევები გამოვლინდა. სოფელ წყორძაში დაავადება 24 მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს დაუდგინდა. გამგეობაში აცხადებენ, რომ აღნიშნულის თაობაზე სურსათის ეროვნულ სააგენტოს ეცნობება, რის შემდეგაც სპეციალისტები სოფლებში საქონლის გამოკვლევას დაიწყებენ.
მუნიციპალიტეტის გამგებლის განმარტებით, სააგენტო ამ დრომდე სახელმწიფო აქციის ფარგლებში სინჯების აღებას მოსახლეობისთვის უფასოდ ახდენდა. ზაზა მელიქიძის თქმით, შეეცდებიან, რომ ეს პროცესი სოფლის მაცხოვრებლებისთვის ისევ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში წარიმართოს.
მიმდინარე წელს ახალციხის მუნიციპალიტეტში, დაავადება ბრუცელიოზის
შემთხვევები სოფლებში : ანში, ელიაწმინდაში, წყორძაში, ჭვნთაში,
სხვილისა და ახალშენში გამოვლინდა.