სამცხე-ჯავახეთში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეროვნული სატყეო სააგენტოს, სამცხე-ჯავახეთის სამსახურის თანამშრომლებმა, პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, სოფელ ანდეზიტთან ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
სამართალდამრღევებს უკანონოდ მოპოვებული 20 კუბური მეტრი წიფლისა და ნაძვის ჯიშის საშეშე მასალა ჩამოერთვათ.
სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარეობს გარემოზე მიყენებული ზიანის დადგენა.
მასალები შემდგომი რეაგირებისთვის სასამართლოს გადაეცა.