მოხის მუსლიმმა
მაცხოვრებლებმა შსს-ს ადიგენის რაიონული განყოფილებიდან,
სამცხე-ჯავახეთის მთავარ სამხარეო სამმართველოსთან გადაინაცვლეს.
“მეცხრე არხის” ინფორმაციით მოხეში ინცინდენტისას დაკავებული 14 მუსლიმი, სწორედ ახალციხის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.
სამმართველოს მიმდებარე ტერიტორიაზე მუსლიმი მრევლი, ათამდე სამგზავრო ავტობუსით მივიდა, ისინი სამართალდამცველებისაგან დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში საპროტესტო აქციების გაგრძელებით იმუქრებიან.
შეგახსენებთ, რომ სოფელ მოხეში ინცინდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც სამართალდამცავებმა, ძველი მეჩეთის შენობას ცოცხალი ჯაჭვი შემოარტყეს, იმისათვის რომ ადგილზე მომუშავე მშენებლების უსაფრთხოება უზრუნველყოთ.
მოხის ცენტრში საპროტესტო აქცია სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, დაზიანდა პოლიციის ავტომანქანებიც. რის შედეგადაც 14 მუსლიმი მოსახლე დააკავეს.
როგორ განვითარდება მოვლენები სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოსთან, ადგილზე “მეცხრე არხის” გადამღები ჯგუფი მუშაობს და დეტალებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
თვალი ადევნეთ http://9arkhi.wordpress.com/