შინაგან საქმეთა
სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოში
მოქალაქეებმა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ჩააბარეს.
სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა,
რეგიონში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და პრევენციული ღონისძიებების
შედეგად, მოქალაქეებს წარმოადგენინეს და ნებაყოფლობით ჩააბარებინეს:
ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი, სხვადასხვა
კალიბრის 7682 საბრძოლო ვაზნა, სხვადასხვა ტიპის 114 ხელყუმბარა, 10
ცალი გადაჭრილი თოფი, 3 პისტოლეტი და სხვადასხვა სახის საბრძოლო
მასალა.
სულ ჩაბარებულია: “კალაშნიკოვის” სისტემის 2 ცალი ავტომატური
ცეცხლსასროლი იარაღი, 10 ცალი გადაჭრილი თოფი, 2 ცალი სანადირო თოფი,
3 პისტოლეტი, კუსტარული წესით დამზადებული 4 ცალი მცირეკალიბრიანი
ცეცხლსასროლი იარაღი, 1 ცალი მსხვილკალიბრიანი შაშხანა, კუსტარული
წესით დამზადებული 1 პისტოლეტი, 2 ნაღმმტყორცნი ჭურვებით, 3
კილოგრამამდე ტროტილი, “ერ-გე-დე”-ს და “ეფ-1”-ის ტიპის 114
ხელყუმბარა, სხვადასხვა ტიპის 3 ტანკსაწინააღმდეგო ხელყუმბარა, 3
ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმი, მსხვილკალიბრიანი საზენიტო იარაღის 23
ვაზნა, 3 სასიგნალო ვაზნა, 12 ცალი საბრძოლო ჭურვის თავი, სხვადასხვა
ტიპის 323 ცალი ამფეთქი ფალია, 5 საკვამლე კოჭა, 6 მჭიდი, ავტომატური
ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი სხვადასხვა კალიბრის 7682
საბრძოლო ვაზნა.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის
მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს
სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).