დღეს, ადიგენის მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოოპერატივების განვითარების სააგენტოს წარმომადგენელებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს და მუნიციპალიტეტის მასშტაბით კოოპერატივების ჩამოყალიბებისა და მათი სამომავლო განვითარების გეგმებზე იმსჯელეს.
სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრას სოფლების რწმუნებულები, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადიგენის საკონსულტაციო-საინფორმაციო სამსახურის წარმომადგენლები და აღნიშნული საკითხით დაინტერესებული მოქალაქეები დაესწრნენ.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის ხელშეწყობა სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის ერთ-ერთი პრიორიტეტია, რომელიც მთავრობის ინიციატივით ხორციელდება.
კოოპერატივების განვითარების სააგენტოს წარმომადგენელების განცხადებით, საქართველოში ამ დროისთვის 160 კოოპერატივია დარეგისტრირებული.