“ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე” სამცხე – ჯავახეთის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის მერაბ წურწუმიას პასუხისმგებლობის საკითხის დასმას ითხოვს. ამასთან დაკავშირებით ზაზა ხატიაშვილმა სპეციალური განცხადება გააკეთა. იგი ხელისუფლებას ადვოკატთა კორპუსის დევნაში კიდევ ერთხელ ადანაშაულებს. ამჯერად, ასოციაციის თავმჯდომარე ადვოკატ ნუგზარ სამარჯიშვილის მიმართ განხორციელბულ ძალადობაზე საუბრობს. მისივე განმარტებით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე – ჯავახეთის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ, მერაბ წურწუმიამ, ადვოკატი უკანონოდ დააკავა.
,,ჩვენ გავიგეთ ადვოკატთა კორპუსის კიდევ ერთი მტრის მერაბ წურწუმიას შესახებ. ,,საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია” გამოიყენებს ყველა კანონიერ საშუალებას, რომ მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ გაიგოს მერაბ წურწუმიას შესახებ, რომელსაც უნდა მიეკეროს სამოქალაქო საზოგადოების მტერის იარლიყი“ –განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.
“ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე” მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ადვოკატების დაშინების ინსტიტუტები მოქმედებს.