კოსტავას ქუჩაზე მომხდარი ფაქტის
მიზეზებთან დაკავშირებით, ადგილობროვები ვერსიებს ასახელებენ.
მათი ნაწილი ამბობს, რომ დღის მეორე ნახევარში ახალციხის
ცენტრალურ პარკში 4 ბათუმიდან ჩამოსულ მამაკაცსა და სკვერში
მომუშვე პირებს შორის შელაპარაკება მოხდა, რომლის დროსაც
დაზარალებული ადგილობრივებს გამოექომაგა. ცოტა
ხნის შემდეგ, დაზარალებულმა პარკის ტერიტორია დატოვა და იგი უკვე
კოსტავას ქუჩაზე დაჭრილი ნახეს.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა დღეს, დაახლოებით 20:30 წუთზე, ახალციხეში მოხდა. დაჭრილია 1977 წელს დაბადებული სომეხი ეროვნების მამაკაცია. მას მუცელში, გულ–მკერდის არესა და მკლავში ათამდე ჭრილობა აქვს მიყენებული. როგორც ,,უნიმედი სამცხეს” მედიკოსები ამბობენ, მდგომარეობა კრიტიკულია.
37 წლის ახალციხელი მამაკაცის დაჭრასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.