10 ივლისს,
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგაშენში, 9 თვის ბავშვი და მისი
ბებია ცეცხლსასროლი იარაღის მსხვერპლნი გახდნენ. აღნიშნულთან
დაკავშირებით ინფორმაციას, საინფორმაციო სააგენტო
Mediamall.ge ავრცელებს. სააგენტო იტყობინება,
რომ მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა.
მკვლელობაში ეჭვმიტანილი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ამასთან,
ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ეჭმიტანილს უყვარდა
ახალგაზრდა ქალი, რომლის შვილიც და დედაც მოკლა. ახალქალაქში ამბობენ,
რომ მას შემდეგ, რაც იგი ცოლად სხვას გაჰყვა, ეჭვმიტანილმა შური
იძია.
შსს–ს საზოგადოებასთან ურიერთობის სამსახურის ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, 109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მიმდინარეობს გამოძიება.
თემაზე “მეცხრე არხი” მუშაობს. დეტალებს მოგვიანებით მოგაწვდით.