შინაგან საქმეთა სამინისტრომ ალექსანდრე ჭიკაიძის სამცხე–ჯავახეთში
ვიზიტის ამსახველი ფოტომასალა გაავრცელა. შეგახსენებთ, რომ შს
მინისტრი რეგიონს არაოფიციალური ვიზიტით დღეს
ესტუმრა. მან შსს-ს
სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველო, ახალქალაქის,
ნინოწმინდის, ადიგენის და ასპინძის რაიონული სამმართველოები
მოინახულა. ალექსანდრე ჭიკაიძე პირადად გაეცნო თანამშრომლებს და მათი
მუშაობის პირობებს, ასევე მიიღო ინფორმაცია რეგიონში არსებული
ვითარების შესახებ.