დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე, დაკავებულია შპს
„სამცხე XXI ”-ს დირექტორი გურამ ფარცახაშვილი. გამოძიებით
დადგენილია, რომ 2013 წლის 17 ივლისს ახალციხის
მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გამოცხადებულ ელექტრონული ტენდერში
ქ. ახალციხეში საცხოვრებელი კორპუსის სახურავების სარემონტო
სამუშაოების შესრულებაზე, გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „სამცხე
XXI.”. ტენდერის პირობების თანახმად, შესრულებულ სამუშაოებზე კონტროლი
ევალებოდა ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის
განყოფილების სპეციალისტებს, რევაზ მერაბიშვილსა და გიორგი
ქასრაშვილს, რომლებმაც შეადგინეს ყალბი მონაცემების
ამსახველი სამუშაოების მიღება-ჩაბარებისა და შესრულებული სამუშაოების
აქტები, სადაც არ იქნა ასახული შესრულებული სამუშაოს შესახებ რეალური
მონაცემები, რომლის საფუძველზეც შესრულებულად ნაჩვენები იქნა 54 800
ლარის სამუშაოები, ხოლო ფაქტობრივად კი საწარმოს დირექტორის გურამ
ფარცახაშვილის მიერ მითვისებული იქნა 33 400 ლარი.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის
333-ე, 341 და 182-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს
თავისუფლების აღკვეთას 7 დან 11 წლამდე. აღნიშნული ინფორმაცია
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გაავრცელა.
ნახეთ ვიდეომასალა, რომელიც ,,ექომ” ,,სამცხე XXI”–ის საქმიანობის შესახებ 10 აპრილს მოამზადა;