შინაგან საქმეთა
სამინისტროს ნინოწმინდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა
ნინოწმინდაში ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სხვენიდან ერთლულიანი
გადაჭრილი სანადირო თოფი, მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევის 6 საბრძოლო
ვაზნა, „ა-კა-ეს“-ის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის 59
საბრძოლო ვაზნა, „ერ-გე-დე“-ს ტიპის 3 ხელყუმბარა, ხელყუმბარის 1
დეტონატორი და სანადირო თოფის 6 ვაზნა ამოიღეს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).