საქართველოს კულტურისა და
ძეგლთა დაცვის მინისტრის გურამ ოდიშარიას ბრძანებით, არამატერიალური
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მესხური ტენილი ყველის
დამზადების ტექნოლოგიას, ცეკვა „ხორუმს“ და საბავშვო ლიტერატურულ
ჟურნალ „დილას“ მიენიჭა, .
გურამ ოდიშარიას ბრძანება #03/207–ის მიხედვით, აღნიშნული სტატუსის
მინიჭება საქართველოს უმნიშვნელოვანესი ისტორიულ–კულტურული
ფასეულობების სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით
გადაწყდა.
აღნიშნული ბრძანება მინისტრმა 2013 წლის 13 ნოემბერს გამოსცა.
დოკუმენტი კი საკანონმდებლო მაცნეში დღეს გამოქვეყნდა.