,,ამერიკის კუთხის“ ექვსდღიანი ბანაკი დასრულდა. მასში მონაწილეობა სხვადასხვა ასაკის ახალგაზრდამ მიიღო.
ბანაკი შემეცნებით პროგრამას მოიცავდა. ბავშვებმა ამერიკის საელჩოს მოინახულეს და სანდიეგოს უნივერსიტეტის წარმომადგენელს გაესაუბრნენ. გარდა ამისა, ისინი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სახლსაც ესტუმრნენ და უახლესი ტექნოლოგია დაათვალიერეს.
შემაჯამებელი ღონისძიება ახალციხეში გაიმართა. ახალგაზრდული ბანაკი ამერიკის საელჩომ დააფინანსა.
ავტორები: ირაკლი ბახტურიძე, რამაზ ალავიძე.
|