შსს–ს სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ასპინძისა და
ნინოწმინდის რაიონულ სამმართველოებს ახალი ხელმძღვანელები ჰყავს.
ასპინძის პოლიციის რაიონული სამმართველოს უფროსად გიორგი კიკალიშვილი
დაინიშნა, რომელიც მანამდე ნინოწმინდის პოლიციის სამამრთველოს
ხელმძღვანელობდა. შესაბამისად, ცვლილება განხორციელდა ნინოწმინდაშიც,
სადაც პოლიციის რაიონული სამმართველოს უფროსი გიორგი
იოსებიძე გახდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხელმძღვანელების შეცვლა, საკადრო ცვლილებების ფარგლებში მოხდა.
შსს–ს ცნობით, სამცხე–ჯავახეთის დანარჩენ ოთხ მუნიციპალიტეტში ცვლილება არ მომხდარა.
თიკო კურტანიძე